გერმანიამ “ნორმანდიული ოთხეულის” მალე შეხვედრაზე განაცხადა

“ნორმანდიული ოთხეულის” მორიგი შეხვედრა ძალიან მალე გაიმართება – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარტინ შეფერმა განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ ძალიან მალე შედგება მინისტრების შეხვედრა, თუმცა, ამას ოფიციალურად ვერ დავადასტურებ, რადგანაც სამ პარტნიორთან (უკრაინა, საფრანგეთი, რუსეთი-რედ) გარკვეული კონტაქტები ისევ საჭიროა” – თქვა შეფერმა, რომლის აზრითაც, “ნორმანდიული ოთხეულის” ბოლო შეხვედრის შედეგად მიღწეული შეთანხმებების შესულება “მძიმედ მიმდინარეობს”. გერმანია, უკრაინა, საფრანგეთი, რუსეთის ხელმძღვანელები ბოლოს ერთმანეთს ბერლინში 20 ოქტომბერს შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიიაპონელი ჯარისკაცები 1945 წლიდან სამხედრო დავალებაზე პირველად გაუშვეს საზღვარგარეთ
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი: „მრეწველების“ საპარლამენტო ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ