გერმანიამ ლენინგრადის ბლოკადის გადარჩენილ მსხვერპლთ 12 მილიონი ევრო გამოუყო

ლენინგრადის ბლოკადის მოხსნის 75 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობამ ბლოკადის მსხვერპლთ 12 მილიონი ევრო გამოუყო – კვირას, 27 იანვარს გერმანიის ჰუმანიტარულ ჟესტს რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

“დარწმუნებული ვართ, რომ ეს ნებაყოფლობითი აქცია ბლოკადის მსხვერპლთ ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებს და ორი ქვეყნის ხალხს ისტორიულად შეარიგებს სამომავლოდ” – ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სერგეი ლავროვმა და ჰაიკო მაასმა გაავრცელეს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ,,ქართული ოცნება” ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას განიხილავს?
შემდეგი სტატია“ბრექსიტის” შემდეგ ლონდონმა, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს