გერმანიამ ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია

გერმანიამ ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშრის და ასევე გერმანიის ელჩის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების აგიტაციები გახდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აგიტაციას აწარმოებდა როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ელჩის – ფიშერის წინააღმდეგ.

ამის გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ელჩი ფიშერი ბერლინში გამოიძახოს კონსულტაციებისთვის, რათა განიხილონ შემდგომი ნაბიჯები.

ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოს საკითხს, – ნათქვამია განხადებაში.

banner
წინა სტატიაშისიმონიშვილი: დააკავეს გოგო, მას ტროტუარზე შარფის ტარების გამო 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება
შემდეგი სტატიაგზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ კიდევ 4 პირი დააკავა – სია