გერმანიამ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთისთვის ამერიკული ტანკები მიიღო

გერმანიის პორტ ბრემერხაფენში ასობით ტანკის და სხვა სამხედრო მანქანების ჩამოტვირთვა მიდის, რომლებიც აშშ-დან ზღვით ჩამოვიდა. “ბიბისის” ინფორმაციით, აღნიშნული პარტია, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ყველაზე დიდია, რომელიც აშშ-მ ევროპაში გაუშვა.
უახლოეს დღეებში სამხედრო ტექნიკას ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში გააგზავნიან, ამისათვის, ბუნდესვერს, “დოიჩე ველეს” ცნობით, დაახლოებით 900 ვაგონი და პლატფორმა დასჭირდება.
გერმანიაში, ასევე ელოდებიან 3500 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და კანადა, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ოთხ ბატალიონს გააგზავნიან, სულ, 4 ათას ადამიანს.

ნატოს ძალების აღმოსავლეთ ევროპაში განთავსების შესახებ თვითონ ქვეყნებმა სთხოვეს ჩრდილო ატლანტიკურ გაერთიანებას და ის რუსეთის შესაძლო აგრესიისგან თავის დასაცავად არის მიმართული.

banner
წინა სტატიაშიApple-ის ხელმძღვანელს გაყიდვების შემცირების გამო ხელფასი ჩამოაჭრეს
შემდეგი სტატიაკლინტონი ნიუ-იორკის მერობისთვის იბრძოლებს