გერმანიამ ავღანეთში სამხედრო მისია გააგრძელა

გერმანიის მთავრობამ ბუნდესვერის ოთხი უცხოური მისია გააგრძელა, მათ შორის, ნატოს ოპერაციის ფარგლებში ავღანეთის მისია – Deutsche Welle წერს.
ახლა ავღანეთში სულ 1200 გერმანელი ჯარისკაცია. გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაადასტუროს.
გერმანელი ინსტრუქტორები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს წვრთნიან. მისია აშშ-ს გადაწყვეტილების მიუხედავად გაგრძელდა – შეერთებული შტატები ავღანეთიდან საკუთარი 14 ათასი ჯარისკაცის გაყვანას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ორი თანამშრომელი გაათავისუფლა