გერმანიამ ავღანეთში 46 ლტოლვილი დააბრუნა

გერმანიამ ავღანეთში 46 ლტოლვილი დააბრუნა. თვითმფრინავი ქაბულში 15 აგვისტოს დილით დაფრინდა.

გერმანიის და ავღანეთის მთავრობებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებას. 2016 წლის დეკემბრიდან ავღანეთში სულ 350 ადამიანია გაძევებული, რომელთაც გერმანიამ უარი უთხრა თავშესაფრის მიცემაზე. ივლისში 23 წლის ავღანელმა გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ თავი მოიკლა.

2017 წელს გერმანიის შს და საგარეო საქმეთა სამინისტროები შეთანხმდნენ, რომ ავღანელი ლტოლვილების რეადმისია მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში მოხდებოდა. ბერლინის პოზიციის შეცვლა ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებამ გამოიწვია – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშითურქეთის სასამართლომ ამერიკელი პასტორის განთავისუფლებაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიარომი იტალიის ავტომაგისტრალის ოპერატორის პასუხისგებაში მიცემას აპირებს