გერმანიამ აშშ-ს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძლის გაფართოებაზე უარი უთხრა

გერმანიამ აშშ-ს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძლის გაფართოებაზე უარი უთხრა

გერმანიამ აშშ-ს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძლის გაფართოებაზე უარი უთხრაგერმანია ჯერჯერობით არ აპირებს ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საკუთარი სამოქმედო არეალის გაფართოებას ახლო აღმოსავლეთში – ამის შესახებ ანგელა მერკელმა ZDF-ის ეთერში განაცხადა.

ჟურნალი Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა თავის გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლაიენს თხოვნის წერილი გაუგზავნა, ისლამურ სახელმწოფოსთან ბრძოლაში გერმანიის წვლილის გაფართოებასთან დაკავშირებით.
უწყების პრეს-სამსახურმა წერილის მიღება დაადასტურა, მაგრამ კომენტირებისგან თავი შეიკავა იმ მიზეზით, რომ უწყება წინადადებას განიხილავს.

გამოცემის თქმით, წერილი კონკერტულ თხოვნებს არ შეიცავდა და ანალოგიურად დაეგზავნა აშშ-ს სხვა პარტნიორებსაც.
“ვფიქრობ, გერმანია საკუთარ დავალებას აკეთებს და სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ უნდა ვილაპარაკოთ მიმდინარე მომენტში” – განაცხადა მერკელმა პენტაგონიდან მიღებული წერილის კომენტირებისას.

გერმანიის მისია ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის ფარგლებში ბუნდესტაგის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით Tornado-ს ტიპის 6 თვითმფრინავს და დაახლოებით 1200 კაციან კონტიგენტს მოიცავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ შეწყალების კომისიის თემაზე ეკა ბესელია და მანანა კობახიძე დაკითხეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: საქართველოსთან მიმართებაში დასკვნა დადებითია და ეს ეჭვქვეშ არ დადგება