უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გერმანიამ რუსი ოლიგარქებისა და ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფი სხვა პირების აქტივები გაყინა, რაც თითქმის 143 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ უკრაინული მედია spiegel-ზე დაყრდნობით წერს.
გერმანიის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, თებერვლის ბოლოს ქვეყანაში მხოლოდ 342 ათასი ევროს რუსული აქტივები გაიყინა, ხოლო 23 მაისის მდგომარეობით ეს თანხა 142 990 409,35 ევროს შეადგენდა.
აღნიშნულია, რომ გერმანიაში რუსული აქტივების გაყინვის საფუძველი 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ყირიმის ანექსიის შემდეგ მიღებული ევროკავშირის რეგულაციებია.
მედიის შეფასებით, რუსი ოლიგარქების აქტივების ღირებულება, რომელიც გაყინულია ევროკავშირში უკრაინის წინააღმდეგ ომის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, უკვე დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს.