გერმანია უკრაინისთვის იარაღით მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება – შოლცი

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინისთვის იარაღით მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

“ევროპა და დასავლური დემოკრატიული ქვეყნები უკრაინაზე ძალადობრივ თავდასხმას არ ეთანხმებიან”, – განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიეწოდებოდა უკრაინას იარაღი, რუსეთს კი – მკაცრი სანქციები დაუწესდა.

“ეს სანქციები მუშაობს. დიახ, ეს სანქციები ჩვენც გვავნებს, ისინი ჩვენს კომპანიებს აზიანებენ, მაგრამ ის არის სწორი. თავისუფლებას თავისი ფასი აქვს, დემოკრატიას თავისი ფასი აქვს, მეგობრებთან და პარტნიორებთან სოლიდარობას თავისი ფასი აქვს. ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ ეს ფასი”, – აღნიშნა შოლცმა.

მისივე თქმით, გასულ კვირას კიევის მახლობლად მდებარე ირპენში გამგზავრებით მისთვის ნათელი გახდა, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

“არასოდეს დამავიწყდება საშინელებათა ის სურათი, რომლებიც იქ ვნახე”, – დასძინა შოლცმა.

banner
წინა სტატიაშიმდინარე ჭოროხში 30 წლამდე კაცს ეძებენ
შემდეგი სტატიასაინტერესო ხუმრობა წავიკითხე „ფეისბუქზე”, „ქართულ ოცნებას” პირდაპირ ბიძინა რომ ჩაუწერო რეზოლუციაში, იტყვიან, რომ ბიძინა კულუმბეგოვზეა საუბარი და არა ივანიშვილზე – ვაშაძე