გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე მას სჭირდება – შოლცი

გერმანია უკრაინის მხარდაჭერას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მას ეს სჭირდება , – ამის შესახებ კიევში ვიზიტად მყოფმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას “გმირული” უწოდა.

„გერმანიამ 800 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და ასევე უკრაინას ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინა. ჩვენ გავაგრძელებთ ამას, ვიდრე უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება“, – აღნიშნა შოლცმა.

banner
წინა სტატიაშიმომავალ კვირას ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის საკვანძო ჩვენი ღირებულებების გარშემო ძლიერი ფარის მშენებლობისთვის – რუმინეთის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად… ეს იყო ჩემი მიზანი – ზურაბიშვილი თავის აქციაზე