გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას ერთ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინიტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია.
„გერმანია მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმით, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება“, – ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის დასაცავად უკრაინა მიიღებს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს – „პეტრიოტი“, „აირის-ტ“ და „გეპარდი“, რომელთა საერთო ღირებულება ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.
გარდა ამისა, პაკეტში შედის იარაღი, დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალებები და სამხედროების აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ევროა.