14.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

გერმანია უკრაინას მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტით უზრუნველყოფს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, გერმანიამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებებს, რომელიც €1.2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს:
ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში ბერლინი კიევისთვის უზრუნველყოფს:
• MIM-104 Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის სათადარიგო ნაწილების გრძელვადიან მიწოდებას;
• უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების დაფინანსებისთვის €200 მილიონი ევრო გამოიყოფა;
• MERCEDES-BENZ Zetros-ის შასზე დამონტაჟებული 200 ერთეული 2S22 „ბოჰდანას“ ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის წარმოების დაფინანსებას €750 მილიონ ევროდ;
• გერმანიაში კომპანია Frontline Robotics-ის მიერ დაპროექტებული უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას;
• უახლესი რადიოელექტრონული ბრძოლის (EW) სისტემების მუდმივ მიწოდებას.
banner
წინა სტატიაში“დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა” – მათიკაშვილი ევროპარლამენტარებზე
შემდეგი სტატიაანი წითლიძე: ომი უნდათ ქოცებს? თუ ახლა არ არის საშიშროება რუსეთი “გაღიზიანდეს?