გერმანია უკრაინას “გეპარდის” საზენიტო ტანკებს მიაწვდის

გერმანიის მთავრობა ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინას “გეპარდის” საზენიტო სისტემებს მიაწვდის. ამის შესახებ განცხადება სამშაბათს, მმართველი კოალიციის ერთ-ერთი პარტიის მაღალჩინოსანმა დეპუტატმა გააკეთა.

პოლიტიკოსმა იოჰანეს ვოგელმა, დაადასტურა გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრი ამ ნაბიჯს სამშაბათს, გერმანიაში, მოკავშირეებთან შეხვედრაზე გაახმოვანებს.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი მის ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან უკრაინისთვის მძიმე იარაღი ჯერ არ გაუგზავნიათ.

წინა სტატიაშიNATO და EU გერმანიაში შეხვედრას მართავენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაყაველაშვილი ოპოზიციას – დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს თავის ქველმოქმედებას, შეეშვით და გვესაუბრეთ ჩვენ -„ქართულ ოცნებას“