გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონი ევროს გამოუყოფს – ბერბოკი

გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დახმარების შემდეგ გერმანიის მიერ უკრაინისთვის წელს აღმოჩენილი დახმარების საერთო რაოდენობა 380 მილიონ ევროს მიაღწევს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ შემოდგომასა და ზამთარში რუსეთი კვლავ დაესხმება თავს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს.

„რუსეთის მზაკვრული მიზანია ამ ზამთარში ხალხი ისევ შიმშილითა და სიცივით დაიხოცოს”, -აღნიშნა ბერბოკმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარება ბრიუსელმა დაგმო
შემდეგი სტატიაუკრაინულმა ძალებმა ყირიმის სანაპიროს მახლობლად ნავთობისა და გაზის საბურღ პლატფორმებზე კონტროლი აღადგინეს – უკრაინის დაზვერვა