გერმანია თურქეთისგან შანტაჟის შეწყვეტას მოითხოვს

გერმანია თურქეთისგან შანტაჟის შეწყვეტას მოითხოვს

131გერმანიამ თურქეთს მოსთხოვა ლტოლვილების თემით ევროკავშირის დაშანტაჟება შეწყვიტოს იმისათვის, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღოს – შესაბამისი განცხადება გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმან გაბრიელმა გააკეთა.
“უნდა მოხდეს თუ არა თურქეთთან ვიზალიბერალიზაცია – მთლიანად თურქეთზეა დამოკიდებული. გერმანია და ევროკავშირი შანტაჟის სამიზნე არ უნდა გახდეს” – ასე უპასუხა გაბრიელმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებას, რომელმაც გუშინ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი ევროკავშირი მაქსიმუმ ოქტომბერში თურქეთს უვიზო რეჟიმს არ დაუწესებს, ისინი მიგრაციის შესახებ შეთანხმებას დაარღვევენ.
თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მუქარა არ არის, თუმცა, თუკი არ იქნება ვიზალიბერალიზაცია, “თურქეთი ვალდებული გახდება გაემიჯნოს ლტოვლთა შესახებ შეთანხმებას. მისი თქმით, თურქეთის მთავრობა ევროკავშირისგან კონკრეტულ თარიღებს ელოდება. “ეს შესაძლებელია იყოს, ოქტომბრის დასაწყისი ან შუა რიცხვები” – თქვა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანული მედია: ერდოღანს ევროპასთან კავშირის გაწყვეტა და რუსეთთან დაახლოება სურს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) პრემიერმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია წარადგინა