გერმანია სომხებს მოუწოდებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა შეინარჩუნონ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 2, 2018 22:22

გერმანია სომხებს მოუწოდებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა შეინარჩუნონ

გერმანია მოხარულია, რომ მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ მოხერხდა, სომხეთში პროტესტის მშვიდობიანი ფორმა შენარჩუნდა – 2 მაისს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. “ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს სომხეთში მიმდინარე მოვლენებს და პასუხისმგებელ პირებს, უსაფრთხოების სამსახურებს და პროტესტის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ ” – განაცხადეს გერმანიის საგარეო უწყებაში. ასევე, გერმანია სომხეთს მოუწოდებს დიალოგისკენ და კონსტიტუციის შესაბამისად ახალი მთავრობის არჩევისკენ, რომელიც ყველა სომეხის ინტერესს წარადგენს და იმედს გამოთქვამენ, რომ სომხეთში მიმდინარე მოვლენების განვითარება მისი მოქალაქეების მოლოდინების შესაბამისი იქნება. გარდა ამისა, ბერლინი მხარს დაუჭერს ერევანს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების გზასა და რეფორმების განხორციელებაში – “დოიჩე ველე” წერს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 2, 2018 22:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics