გერმანია შესაძლებელია თურქეთის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს

გერმანია შესაძლებელია თურქეთის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს

5გერმანიის კანცლერი ალგელა მერკელი, შესაძლებელია, თურქეთის გავლენით ქვეყნისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლაზე დათანხმდეს იმის მიუხედავად, რომ რეჯეპ ერდოღანმა უარი განაცხადა უვიზო რეჟიმისათვის საჭირო პროცედურების გავლაზე – ამის შესახებ The Telegraph ბერლინსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიურ მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მას შემთხვევით ჩაუვარდა ხელში.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ანტიტერორისტულ კანონთან დაკავშირებით კამათი გამძაფრდა. ერდორანმა უარი განაცხადა ტერორიზმთან ბრძოლის კანონის გადახედვაზე, რომელიც იქნა გამოყენებული მეცნიერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.

თუმცა, The Telegraph-ის თქმით, სერ სებასტიანი, დიპლომატიურ ტელეგრამაში აღნიშნავს, რომ მერკელის კანცელარიაში მზად არიან ტერორიზმთან ბრძოლის “კომპრომისულ ფორმულირებაზე”.
თავის მხრივ, თურქეთში მყოფი ბრიტანეთის ელჩი ამბობს, რომ თუკი ქვეყნის ვიზალიბერალიზაცია არ მოხდება, ეს ერდორანს გააცოფებს და “კარებს ახსნის” მიგრანტებისათვის ევროპაში წასასვლელად.

banner
წინა სტატიაშიორლანდოს გეი-კლუბზე თავდამსხმელის ყოფილი ცოლი ოჯახურ ძალადობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაჰოლანდიელს, რომელიც გააუპატიურეს, პირობითი სასჯელი მიუსაჯეს