გერმანია, უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გამო, სასაზღვრო შემოწმებას 15 მარტიდან კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა გაზეთ „Bild“-თან კომენტარში განაცხადა.
როგორც ცნობილია, შესაბამისი შეტყობინება ამჟამად ევროკომისიას ეგზავნება.
“ჩვენ ვაფართოებთ კონტროლს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებზე – სასაზღვრო კონტროლი გერმანიაში მიგრაციის პოლიტიკის რეორგანიზაციის ერთ-ერთი ელემენტია”,_ ციტირებს Bild-ი დობრინდტის სიტყვებს.
















