გერმანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მიცემაზე ყოყმანობს

გერმანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მიცემაზე ყოყმანობს

die-welt-logo-700x286გერმანიის მთავრობას დღითიდღე მეტად ეშინია საქართველოს, კოსოვოს და უკრაინის მოქალაქეების, რომლებიც, უვიზო რეჟიმის მიღების შემთვევაში, სავარაუდოდ, “ბოროტად გამოიყენებენ თავშესაფრის მიღების შესახებ უფლებებს”. ისინი, ასევე, დანაშაულის დონის გაზრდას ელოდებიან – დღეს Die Welt-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს გერმანიის პარლამენტში დახურული შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ქვეყნის შს მინისტრმა ტომას დე მეზერემ უცხოური დანაშაულებრივი დაჯგუფებების შესახებ სტატისტიკაზე ისაუბრა, მან განსაკუთრებით აღნიშნა საქართველო, სადაც, მისი თქმით, ამ პრობლემამ ეროვნული მასშტაბები შეიძინა.
კოსოვოსა და უკრაინასთან მიმართებაში კი, მეზერე თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ მაჩვენებლებს ვარაუდობს.

შესაძლო პრობლემების გამო, გერმანიის მთავრობა ევროკავშირის კანონმდებლობაში სპეციალური ცვლილების შეტანას აპირებს, რაც კავშირში განსაკუთრებულ შემთხვევებში უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობას მისცემს მათ. ბერლინის ინიციატივას პარიზი უჭერს მხარს, თუმცა, ეს ცვლილება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ აწყობთ.
უვიზო რეჟიმი ევროკავშირში წევრობის კანდიდატების ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბრიუსელმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივება დაუდგენელი დროით გადადო.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ რუსეთი ოფიციალურად პარტნიორებიდან მოწინააღმდეგეებში გადაიყვანა
შემდეგი სტატიამასობრივი არეულობები ყაზახეთში