გერმანია: საახალწლო ფოირვერკები ჰაერს ძალიან აბინძურებს

მონაცემების მიხედვით, რომელიც გერმანულმა მედიამ გაასაჯაროვა, საახალწლო ღამეს, ფოირვერკების გამო, რომელსაც ახალი წლის აღსანიშნავად ქვეყანაში ისვრიან, ჰაერი ზომაზე მეტად ბინძურდება.
კერძოდ, გაზომვა მიუნხენში ჩატარდა. კუბომეტრ ჰაერზე რეკომენდებული ნაწილაკების რაოდენობა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებით 50-ია, 27-ჯერ იყო გაზრდილი.
ასევე, კვლევაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე საახალწლო ღამის მანძილზე დაახლოებით 4 ათასი ტონა მავნე ნივთიერება იტყორცნება, რაც დაახლოებით, წლის განმავლობაში მანქანების მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებების 15%-ია.
ფოირვერკების გამო მტვრის და ჭუჭყის ნაწილაკები მიკლონაწილაკებად იქცევა, რომელიც შემდეგ თავისუფლად ხვდება ფილტვებში და დიდი ალბათობით ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

გარემოს დაცვითი ორგანიზაციები მთავრობისგან ფოირვერკების კერძო პირების მიერ გამოყენების აკრძალვას მოითხოვენ.
ადრე, გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა, რომ ევროპაში ჰაერის დაბინძურებით ყოველწლიურად 467 ათასი ადამიანი კვდება.

banner
წინა სტატიაშიგერმანელი მინისტრი: ტერორიზმთან ბრძოლის კანონი შესაცვლელია
შემდეგი სტატიატრამპი ჩინეთს აკრიტიკებს და ჩრდილოეთ კორეის ატომური პროგრამის შეჩერების პირობას დებს