ლაიფციგის აეროპორტში დრონით თავდასხმის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გერმანია რუსული ჰიბრიდული საფრთხეებისგან უსაფრთხოების ზომების მკვეთრად გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრ დობრინდტის განცხადებით, რუსული აგენტების მოქმედებები, კიბერშეტევები და ინფრასტრუქტურის საბოტაჟი ყოველდღიური რეალობა გახდა, რასაც ქვეყანამ ქმედითი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს.







