25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით, შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების არსენალის შექმნას გეგმავს

გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით €12 მილიარდამდე ევროს ოდენობის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების არსენალის შექმნას გეგმავს.

Politicoს ინფორმაციით თავდაცვის სამინისტროს შიდა დოკუმენტების თანახმად, შორი მოქმედების დარტყმის ახალი არსენალის გეგმა მოიცავს როგორც ფრთოსან რაკეტებს, ისე Tomahawk-ებსა და სამომავლო ჰიპერბგერით იარაღს. გერმანიის მთავრობა ვარაუდობს, რომ რუსეთის შეკავების მიზნით, შორი მოქმედების იარაღის ახალი არსენალის შესაქმნელად, მას თითქმის 12 მილიარდი ევრო დასჭირდება.

აღნიშნული იარაღი გერმანიის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს, ფრონტის ხაზის მიღმა ასობით ან ათასობით კილომეტრის სიღრმეში დაარტყას ისეთ ობიექტებს, როგორიცაა მეთაურობის ცენტრები, აეროდრომები, სარაკეტო გამშვები დანადგარები და მომარაგების ჰაბები.

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული შიდა დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული სარაკეტო ძალისხმევა შეფასებულია, როგორც უმაღლესი პრიორიტეტი გერმანიისა და ნატოსთვის. ეს გადაწყვეტილება მიიღება იმ ფონზე, როდესაც ევროპული ქვეყნები რუსეთისგან მომდინარე მზარდი საფრთხის შესაკავებლად აქტიურად იარაღდებიან. დოკუმენტებში ხაზგასმულია, რომ მთავარი მიზანია, გერმანიის ჯარებმა შეძლონ დარტყმების განხორციელება „მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში“ და შეინარჩუნონ კონვენციური იარაღით საპასუხო მოქმედების უნარი „ბირთვული ზღურბლის ქვემოთ“.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარულავა: ივანიშვილმა ღარიბაშვილის ოჯახის დაწიოკება დაიწყო
შემდეგი სტატიაოჯახი 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილს ეძებს