გერმანია რუსეთიდან ნავთობის იმპორტს წლის ბოლოს შეწყვეტს, ამას მოჰყვება გაზიც – საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანია რუსეთისგან ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტს – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა ოთხშაბათს ბალტიისპირეთის კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ამას მოჰყვება ბუნებრივი აირიც.

“ჩვენ წარსულში შეცდომები დავუშვით ზუსტად ამ სფეროში, თუმცა, წარსულს ვერ დავაბრუნებთ. ახლა უნდა შევწყვიტოთ ენერგომატარებლების იმპორტი რუსეთიდან. დიახ, გერმანიაც სრულად უარს იტყვის რუსულ ენერგო იმპორტზე. ზაფხულისთვის ორმაგად შევამცირებთ, წლის ბოლოსთვის კი ნულამდე დავიყვანთ”, – თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული, რუსეთის შეიარაღებული ძალები კი ტერორისტულ ორგანიზაციად – ზელენსკი
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ – ჩვენი ხელისუფლება არის პირველი, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია, პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა