25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

გერმანია რეზერვისტების სავალდებულო მომზადებას იწყებს

გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა ახალი კანონპროექტი, რომელიც სამხედრო რეზერვისტების სავალდებულო გამოძახებასა და მომზადებას ითვალისწინებს.

reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების ფონზე, ბერლინი გეგმავს რეზერვისტების რაოდენობა 200 000-მდე, ხოლო მოქმედი სამხედროების შემადგენლობა სულ მცირე 260 000-მდე გაზარდოს.

თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ევროპაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გამო, მხოლოდ ნებაყოფლობით სისტემაზე დამოკიდებულება საკმარისი აღარ არის. კანონი ძალაში, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან შევა.

banner
წინა სტატიაში“აშშ არსად მიდის, მაგრამ გლობალური პასუხისმგებლობები გვაქვს”- ვაშინგტონი ევროპას თავდაცვის ტვირთის აღებას სთხოვს
შემდეგი სტატიაბელგიაში მრავალსართულიან კორპუსში ხანძარს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა