გერმანია ოლიმპიურ კომოტეტს რუსეთის მიმართ მკაცრი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს

მინისტრმა აღნიშნა, რომ გაგებით ეკიდება იმ სპორტის სახეობების გარიცხვას ოლიმპიური თამაშებიდან, სადაც დოპინგი ფიგურირებს

7რიოს ოლიმპიადიდან რუსი სპორტსმენების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, გერმანიის შს მინისტრმა თომას დე მაზერმა, რომელიც სპორტის საკითხებს კურირებს, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (სოკ) გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოუწოდა. “ახლა ბურთი სოკ-ის მხარეს არის” – თქვა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გაგებით ეკიდება იმ სპორტის სახეობების ამოღებას ოლიმპიური თამაშებიდან, სადაც დოპინგი ფიგურირებს.ამასთანავე ხაზი გაუსვა, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებში დოპინგის სისტემატიური გამოყენების გამო, “მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების დროა და არა სულგრძელობის”.

გუშინ სპორტის საერთაშორისო სასამართლომ რუსი სპორტსმენების ოლიმპიადიდან გარიცხვის შესახებ მიიღო დადგენილება.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რუს სპორტსმენებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება 26 ივლისს უნდა მიიღოს -წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: გვერთმევა შესაძლებლობა, დამატებითი სარეკლამო საშუალებები შევიძინოთ
შემდეგი სტატიაე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ერთი პირი დააკავეს