გერმანია NATO-უკრაინის ფონდს 11.5 მილიონ ევროს გადაურიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ავრცელებს.
“NATO-უკრაინის საბჭო იქნება სამუშაო ძრავა, რომლითაც უკრაინა სულ უფრო დაუახლოვდება NATO-ს. NATO-ს სტანდარტები, შესაძლებლობების დაგეგმვა და შეიარაღებული ძალების რეფორმირება მთავარია ამ გზაზე. გერმანია NATO-უკრაინის ფონდს დამატებით 11.5 მილიონ ევროს მისცემს.” – განაცხადა ბერბოკმა.