გერმანია ნამიბიას გენოციდისთვის კომპენსაციას გადაუხდის

გერმანიასა და ნამიბიას შორის შეთანხმება გენოციდის მსხვერპლთ გერმანიის ყოფილ კოლონიაში კომპენსაცია გადაუხადონ, შესაძლებელია, სხვა გარჩევების პრეცენდენტიც გახდეს.

მაგრამ როგორ უნდა გადაუხადო კომპენსაცია განადგურებული საზოგადოებისთვის? ნამიბიაში მიმდინარე მოლაპარაკებებმა დიდი დავა გამოიწვია, როგორც მსხვერპლთა მემკვიდრეებში, ასევე კოლონიზატორებში.

საუბარია 1904-1908 წლებში მომხდარ მოვლენებზე, როცა თანამედროვე ნამიბიის ტერიტორიაზე გერმანული სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა იყო.

გერმანულმა საექსპედიციო კორპუსმა ჰერეროსა და ნამას ტომების აჯანყებები (ისინი წარმოადგენდნენ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას) სასტიკად ჩაახშო. ისტორიკოსების შეფასებით, ჰერეროს ტომიდან 65-დან 80 ათასამდე ადამიანი იყო მსხვერპლი, ნამას ტომიდან კი – 20 ათასი. ბევრი გარდაიცვალა უდაბნოში, საიდანაც გამოსვლის საშუალება მათ არ მისცეს, რომ შიმშილითა და წყურვილით მომკვდარიყვნენ, ათასობით საკონცენტრაციო ბანაკებში გამოამწყვდიეს, სადაც შიმშილისგან, წყურვილისგან, სიცივისგან კვდებოდნენ. გენოციდის შემდეგ ადგილობრივების მიწები გერმანელ ფერმერებს შორის გადანაწილდა.

2015 წელს გერმანიამ ოფიციალურად აღიარა გენოციდი და ნამიბიის მთავრობასთან კომპენსაციაზე დაიწყო საუბარი. ეს შექმნის პრეცენდენტს – ადრე მსგავსი შემთხვევა არასდროს მომხდარა.

გერმანიამ პირობა დადო, რომ ბოდიშს ოფიციალურად მოიხდის, თუმცა, ზუსტი ფორმულირება ჯერეჯრობით ცნობილი არ არის. ნამიბიის მთავრობა ითხოვს, კომპენსაციის რაოდენობა განისაზღვროს იმდენად, რომ ხალხმა გენოციდამდე არსებული კეთილდღეობის დაბრუნება შეძლოს. ახლა ნამიბიაში დაახლოებით 40% სიღარიბის ზღვარს მიღამაა, მათ არა აქვთ საპირფარეშოები, დენი და წყალი. მათი უმეტესობა საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების მემკვიდრეები არიან.

ეს უკიდურესად არასამართლიანი სიტუაციაა, გერმანიამ ჩვენი წინაპრების მიწები უნდა დააბრუნოს – ამბობენ ადგილობრივები. ბევრს უნდა, რომ გერმანიამ მიწის რეფორმა დაასპონსოროს, რომლის საფუძველზეც ნამიბიელი გერმანელებისგან მიწების შესყიდვა იქნება შესაძლებელი. ასეთ კოლონისტებს სასოფლო-სამეურნეო მიწების 70% ეკუთვნით და მიწის მფლობელთა უმეტესობას გერმანული ფესვები აქვს.

ნამიბიის მხრიდან მოლაპარაკებების მწარმოებელმა დოქტორ ზედეკია ნგავირუმ თქვა, რომ გერმანიამ აღიარა ვალდებულება დაეხმაროს ნამიბიელ საზოგადოებას და რომ ის თანახმაა შეისყიდოს მიწები მათგან, ვინც მას გაყიდის. ასევე, ნგავირუს თქმით, განიხილება დახმარებები სამედიცინო, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და სასმელი წლის საკითხებზე.

banner
წინა სტატიაშიუცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის 11 პირს ბრალდება წარედგინა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში რესტორნების წინააღმდეგ საქმე აღიძრა, სადაც კარანტინის დროს მინისტრები დადიან