გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საელჩოს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომის დრო დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებულ გვირგვინის შემკობის ცერემონიაზე პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.