გერმანია ლიტვაში მძიმე ტექნიკას გაგზავნის

გერმანია ლიტვაში მძიმე ტექნიკას გაგზავნის. ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ LEOPARD 2-ის ტიპის ტანკებს აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის შეკავების მიზნით განათავსებენ.

ბერლინში აცხადბენ, რომ ლიტვაში იგეგმება 600 გერმანელი ჯარისკაცისა და მძიმე ტექნიკის დისლოცირება, რაც იქნება ნათელი გზავნილი რომ გერმანია ბალტიის სახელმწიფოებისა და პოლონეთის უსაფრთხოების დაცვის საკითხს სერიოზულად უდგება.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს მემარცხენე პარტიის ფრაქციის წევრებმა. მათი განცხადებით, გერმანული ტექნიკის რუსეთის საზღვრებთან გაგზავნა რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს ნატო-ს წევრმა სახელწმიფოებმა დაადასტურეს, რომ ბალტიის სამ სახლმწიფოსა და პოლონეთში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდიან. საუბარია ოთხ ბატალიონზე, რომლებსაც რუსეთის საზღვრების სიახლოვეს განალაგებენ. ლიტვაში ნატო-ს ბატალიონს გერმანია უხელმძღვანელებს.

ამას გარდა, ალიანსის წევრი ექვსი ქვეყანა შავ ზღვის რეგიონში საჰარეო, სახმელეთო და საზღვაო ძალების განთავსებას დათანხმდა. საუბარია აშშ-ზე, კანადაზე, გერმანიაზე, ნიდერლანდებზე, პოლონეთსა და თურქეთზე.

აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების გადაწყვეტილება ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდიანრე კონფლიტში ჩართულობის საპასუხოდ მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიუწყებათშორისი კომისია მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე მსჯელობს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა