ბერლინი ისრაელს საშუალებას მისცემს, Heron-ის ორი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენოს, რომელსაც გერმანიის საჰაერო ძალები ისრაელში წვრთნებისთვის იყენებდნენ, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ჩვენ მივცემთ ორ დრონს, რომელიც ისრაელმა ითხოვა. გარდა ამისა, არის მოთხოვნა გემები საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, რომლებსაც ახლა ისრაელელებთან განვიხილავთ“, – აღნიშნა პისტორიუსმა და დასძინა, რომ გერმანია ისრაელის გვერდით დგას.
შეგახსენებთ, ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელსაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც დაესწრო.