გერმანია „ჰამასთან“ დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას კრძალავს

გერმანიის მთავრობამ „ჰამასის“ საქმიანობა აკრძალა, რომელიც ქვეყანაში უკვე ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

„დღეს მე სრულად ავკრძალე ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა, რომლის მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

მისი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ „ჰამასის“ სახელით შეხვედრების გამართვა ან მათი პროპაგანდის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.

ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დაიშლება პროპალესტინური ქსელი, რომელიც „სამიდუნის“ სახელითაა ცნობილი. გასულ თვეში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქსელის წევრები გერმანიის ქუჩებში „ჰამასის“ ტერორს ზეიმობდნენ.

banner
წინა სტატიაშიკულება – უკრაინის პოზიციაა, რომ გაფართოების პროცესი ევროკავშირის რეფორმის მძევალი არ უნდა გახდეს
შემდეგი სტატიასლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ძლიერ ვუჭერ მხარს საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ევროკავშირის წევრი