14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

გერმანია გეგმავს ევროპაში უძლიერესი არმიის შექმნას

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა წარადგინა ქვეყნის ისტორიაში პირველი სამხედრო სტრატეგია, რომლის მიზანიც არის ევროპაში უძლიერესი არმიის შექმნა.

სტრატეგიის მიხედვით, გერმანიის არმიაში 260 000 აქტიური სამხედრო მოსამსახურე იქნება, რეზერვისტებთან ერთად კი შეიარაღებულ ძალებს 460 ათასი ჯარისკაცი ეყოლება.გერმანიის სამხედრო სტრატეგიაში მთავარი ამოცანაა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

„რუსეთი ქმნის პირობებს ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სტრატეგიის მიხედვით, რუსეთიდან მომავალი საფრთხეებზე საპასუხოდ გერმანიის არმიამ უნდა განავითაროს შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობები, განსაკუთრებით კოსმოსში, კიბერსივრცესა და საინფორმაციო სფეროში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების გათვალისწინებით, ბუნდესვერმა უნდა ითანამშრომლოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტთან, თუმცა ფოკუსირებული უნდა იყოს ამოცანებზე, რომლებიც მოითხოვს სამხედრო მოქმედებებს. ამას გარდა, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები მიიღებს უფრო მეტ მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას, კერძოდ, ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილმა სასამართლო პროცესზე მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, ასევე, მისთვის წარდგენილ ბრალდებაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამისთვის მიმდინარე წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯება