გერმანია: ერდოღანის მიმართ დასაშვებია გამონათქვამი “მშიშარა სულელი”

ჰამბურგის სასამართლომ კომიკოს-ტელეწამყვანის იან ბემერმანის ლექსის უმეტესი ნაწილი, რომელიც ერდოღანს ეძღვნებოდა, დაუშვებლად მიიჩნია – წერს გერმანული მედია. ამავე დროს, ფრაზა “მშიშარა და „სულელი პრეზიდენტი” სასამართლომ სამართალდარღვევად არ ჩათვალა. დასაშვებად ჩაითვალა ლექსის ის ნაწილი, რომელიც თურქეთში სიტყვის თავისუფლებას ეხება. სტრიქონი “ეს ის მამაკაცია, რომელიც ქალბატონს ურტყამს და ამასთანავე რეზინის ნიღბით დადის” მიჩნეულია პოლიტიკურ სატირად. დაიბლოკა ლექსის ის ნაწილი, რომელიც „სექსუალურ ურთიერთობებს“ შეეხება. სასამართლოს შედეგით თურქეთის ლიდერის ადვოკატი კმაყოფილი დარჩა. შეგახსენებთ, რომ გერმანელმა სატირიკოსმა მარტში და აპრილში ტელეეთერით თურქეთის პრეზიდენტზე წაიკითხა სატირული ლექსი, რომლის შემდეგაც ერდოღანმა ოფიციალურად მიმართა მთავრობას, კომიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო, რასაც გერმანიის მთავრობა დაეთანხმა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა მასწავლებელმა გოგონას და ჰიტლერის შედარების გამო ბოდიში მოიხადა
შემდეგი სტატია(video) კანონიერი ქურდი კამო მოსკოველი ჰაროინით დააკავეს