გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირში რეფორმების გატარებაზე ივნისში გაერთიანების სამიტზე ისაუბრებენ – გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში 19 აპრილს განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემალუელ მაკრონთან შეხვედრაზე.
“ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ღია დისკუსია, ასევე, კომპრომისის უნარი”- გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა – “დოიჩე ველე” ავრცელებს.
სავარაუდოდ, რეფორმები შეეხება მიგრაციას, საერთოევროპულ პოლიტიკას, შიდა პოლიტიკას და ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის სავარაუდოდ, საბანკო კავშირის შექმნაზეც იქნება საუბარი.