გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას კიდევ ექვსი თვითმავალი საარტილერიო სამაგრი Panzerhaubitze 2000 მიაწვდიან

გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას კიდევ ექვსი თვითმავალი საარტილერიო სამაგრი Panzerhaubitze 2000 მიაწვდიან,-ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა და მისმა ჰოლანდიელმა კოლეგამ კაიზ ოლონგრენმა მადრიდში განაცხადეს.
” ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინას მივცეთ კიდევ სამი Panzerhaubitze 2000 ნიდერლანდებთან. ეს იქნება ექვსი”, – თქვა ლამბრეხტმა.
“მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. თუ ისინი იტყვიან იმას, რაც მათ სჭირდებათ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მივაწოდოთ იგი. გერმანიასა და ნიდერლანდებს შეუძლიათ ამის გაკეთება”, – თქვა ოლონგრენმა.

banner
წინა სტატიაშილვოვის რეგიონი ბელორუსისგან შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, ნატო-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო