გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 6 ჰაუბიცას გადასცემენ

გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 6 თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემენ. ამის შესახებ განცხადება ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამშბათს, მადრიდში გააკეთეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თითოეული ქვეყანა უკრაინას 3-3 ჰაუბიცას მიაწვდის.

“თვითმავალი ჰაუბიცა 2000 ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საარტილერიო იარაღია მსოფლიოში”, – დასძინა სამინისტრომ.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – მომავალი 6 თვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის
შემდეგი სტატიაინდონეზიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა