გერმანია ავღანეთში სამხედრო კონტიგენტს გაზრდის

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, რომ ის ავღანეთში ბუნდესვერის კონტიგენტის გაზრდას აპირებს, რომლებიც ნატოს ოპერაცია Resolute Support-ში მონაწილეობენ. მიმდინარე მომენტში ნატოს მისიაში გერმანიის 963 ჯარისკაცია, რომელიც 1300-მდე გაიზრდება – სააგენტო dpa ავრცელებს.
კონტიგენტის გაზრდის აუცილებლობა “ტალიბანის” და “ისლამური სახელწიფოს” დაჯგუფებების გაძლიერებამ გამოიწვია – ამბობს მინისტრი.
ნატოს მისიის ავღანეთში გაზრდის შესახებ განცხადება 2017 წლის ნოემბერში გააკეთა იენს სტოლტენბერგმა. სავარაუდოდ, ჯარისკაცების საერთო რაოდენობა 13 000-დან 16 ათასი გახდება.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ გუტაში თებერვლიდან 600-მდე ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატია„მშვიდობა ომზე მეტია“ – რუსულ ოკუპაციას თავისუფლების მოედანზე აპროტესტებენ