გერმანია ავღანეთიდან იმაზე ადრე გამოიყვანს ჯარს, ვიდრე იგეგმებოდა

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს ქვეყნის პარლამენტს აცნობა, რომ გერმანელი სამხედროების ავღანეთიდან იმაზე ადრე გამოყვანა იგეგმება, ვიდრე ადრე ითქვა. ახლა ნატოს პარტნიორებთან მიდის კონსულტაციები, რომლის შემდეგადაც 1100 გერმანელი სამხედრო მოსამსახურე უკვე 4 ივლისამდე დატოვებს ავღანეთს. აშშ-მ, რომელიც ნატოს ათობით ათასიან სამხედრო კონტიგენტში ყველაზე მეტი რაოდენობით არის წარმოდგენილი, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საკუთარი ჯარის უკანასკნელ წარმომადგენლებს 11 სექტემბერს, “”ალ-ქაიდას” ტერორისტული თავდასხმიდან 20 წლისთავზე გამოიყვანს.

გერმანელი და ამერიკელი ჯარისკაცების გარდა ავღანეთში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების დაახლოებით 7 ათასი ჯარისკაცი დგას. ისინი ამერიკელი ჯარისკაცების გამოსვლასთან ერთად კოორდინირებულად დატოვებენ ავღანეთს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა სათბური გაზების ემისიის შესამცირებლად წინასწარ შეთანხმებას მიაღწია
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა