გერმანია აშშ-სგან 1,1 მილიარდი ევროს საპატრულო თვითმფრინავებს იყიდის

გერმანია აშშ-სგან 1,1 მილიარდი ევროს 5 საზღვაო საპატრულო თვითმფრინავს Boeing P-8A იყიდის – Reuters- ი წერს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კონტრაქტს ხელი პარლამენტის კომიტეტის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მოეწერება . “ეს შესყიდვები, რომელიც დაახლოებით 1,1 მილიარდი ევროს ღირებულების არის, დიდ მანძილზე საზღვაო დაზვერვის მხარდასაჭერად და წყალქვეშა გემების გამოსავლენად არის საჭირო” – სამინისტროში განაცხადეს.

ამერიკული თვითმფრინავები მოძველებულ Lockheed P-3C Orion-ებს შეცვლიან.

banner
წინა სტატიაშიპორტუგალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს