გერმანია, აშშ და ევროსაბჭო რუს ხალხს უსამძიმრებს პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო

რუსული მედიის ცნობით, გერმანიის მთავრობამ, რუსეთში აშშ-ს საელჩომ და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა რუს ხალხს სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქებების გამო თანაგრძნობა გამოუხატა. მათ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ ისინი მწუხარებას გამოთქვამენ პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილების გამო და ოჯახებს თანაგრძნობას უცახდებენ.
შეგახსენებთ, რომ პეტერბურგის ორ მეტროსადგურში აფეთქება დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. დაღუპულია 10 და დაშავებულია 50-მდე ადამიანი. ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ.
ჯერჯერობით უცნობია დეტალები.

banner
წინა სტატიაშისანკტ-პეტერბურგის აფეთქების შემდეგ “ფეისბუქმა” “უსაფრთხოდ ვარ” გაააქტიურა
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო: ვარკვევთ არიან თუ არა დაშავებულთა შორის ქართველები