გერმანია არ იტყვის, რამდენი იარაღი გაუგზავნა უკრაინას – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ ბერლინმა გადაწყვიტა, არ გაამჟღავნოს სრული დეტალები უკრაინისთვის გაგზავნილი იარაღის შესახებ.

„ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, სტინგერები და სხვა იარაღები, რაზედაც არასდროს გვილაპარაკია საჯაროდ, რათა ეს მიწოდება სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა ბაერბოკმა.

ბაერბოკმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინულ ძალებს გერმანიისა და სხვა მოკავშირეებისგან იარაღის სისტემების მიღებასა და ჯარისკაცების მათ გამოყენებაში მომზადებაში დაეხმარება.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია 200 000 ადამიანი შეიკრიბოს დედაქალაქის ცენტრში და მოვაწყოთ სახალხო ზეიმი, სადაც რუსული პარტია იძულებული გახდება ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები – ხაბეიშვილი