გერმანელმა ჟურნალისტებმა დეპუტატებს სასამართლოში 70 ათასი ევროს ღირებულების ნივთების ყიდვის გამო უჩივლეს

გერმანელმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს მოთხოვნით, დასახელდნენ ის დეპუტატები, რომლებმაც 70 ათასი ევროს ღირებულების ექსკლუზიური სახელურები და საკანცელარიო ნივთები შეუკვეთა გადასახადის გადამხდელების ხარჯზე – დღეს Berliner Zeitung-ი წერს.
სკანდალი, რომელმაც “Montblanc-ის საქმეს” სახელი მიიღო, ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, თუმცა, საქმე სასამართლომდე მანამდე არ მისულა.
ბუნდესტაგის 116 დეპუტატმა 68,8 ათასი ევროს საკანცელარიო ნივთები შეუკვეთა. საუბარია ვერცხლის ფანქრებზე და მოოქროვილ სამელნეებზე. თანხა ბიუჯეტიდან გამოიყო.
ჟურნალი Bild-ი ითხოვს სასამართლომ დაასახელოს პარალმენტარები, რომლებიც ამ საქმეში გარეული არიან – ისინი ინფორმაციის თავისუფლების კანონის საფუძველზე ითხოვენ. გამოცემამ საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით 90 დეპუტატის გვარი გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ სტივენ სიგალს სტაფილო გაუწმინდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატები დაასახელა