გერმანელმა რეპერებმა ოსვენცემი მოინახულეს მას შემდეგ, რაც მათ ანტისემიტიზმში დასდეს ბრალი

 

2018 წლის აპრილში რეპერ ფელიქს ბლუმმა, რომელიც ცნობილია Kollegah-ის ფსევდონიმით, და მისმა მეგობარმა ფარიდ ბანგმა გერმანული მუსიკალური პრემია Echo აიღეს. სკანდალი დაიწყო სიმღერის ტექსტიდან: “მე იმაზე მოხდენილი ვარ, ვიდრე ოსვენცემის ტყვე”. რეპერების ალბომი არა მხოლოდ დაუშვეს კონკურსზე, არამედ, 2018 წელს ყველაზე წარმატებულადაც ჩათვალეს. საზოგადოებამ კი მათ ანტისემიტიზმში დასდო ბრალი. კოლეგა-მუსიკოსებმა, გაიაზრეს რა საკუთარი პასუხისმგებლობა ან ზეწოლის გამო, პრემია Echo-ს დაბრუნება დაიწყეს და საკუთარი პოზიციებიც დააფიქსირეს. მალე გერმანიის მუსიკალურმა ინდუსტრიამ განაცხადა იმაზე, რომ მუსიკალური კონკურსი დაიხურა.

კრისტოფ ჰოიბნერი, რომელიც ოსვენცემის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეა და რომელიც 1952 წელს ბანაკის ყოფილმა ტყვეებმა დააარსეს, იდეით გამოვიდა, რომ რეპერები ოსვენცემში დაეპატიჟებინათ.
მათთვის სპეციალური ტური მოაწყვეს, რომ კიდევ ახალი სკანდალი არ აგორებულიყო. მუსიკოსებს აჩვენეს კრემატორიები, ბარაკები, აუხსნეს, როგორ “მუშაობდა” სიკვდილის ბანაკი. “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში ჰოიბნერმა თქვა, რომ რეპერები შეძრა ნანახმა და მოსმენილმა, ჯალათების სისასტიკემ და დანაშაულის მასშტაბებმა. მათ არც თუ ბევრი რამ იცოდნენ ოსვენცემზე, თუმცა, გაგონილი ჰქონდათ ჰოლოკოსტზე.

რეპ პროვოკაციებს საზღვარი უნდა ჰქონდეს

გერმანუელნოვანი დუეტის ირგვლივ აგორებული სკანდალის შესახებ ახალგაზრდებმა კარგად იციან. მაგალითად, ნიკლას ჰენკმა და დოგაი კილიჩმა, რომლებიც ოსვენცემში ზალცგიტერიდან ჩავიდნენ. მათ რეპერების ტექსტები სკანდალის შემდეგ გაიცნეს, ისინი “დოიჩე ველესთან” საუბარში ამბობენ, რომ ტექსტი ზღვარგადაცილებული იყო. “მე, ასევე წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ ეს, თითქოსდა, მხოლოდდამხოლოდ სტროფია, ისეთ თემას შეეხნენ, რომლის შედარება აბსოლუტურად უადგილოა” – დოგაი ამბობს.

აუცილებელია ახალმა თაობამ იცოდეს, რას ნიშავს სიტყვა “ოსვენცემი” სინამდვილეში – კრისტოფ ჰოიბნერი ამბობს. ის ფიქრობს, რომ ბევრმა საგანმანათლებლო კონცეფციამ ახლანდელი თაობისთვის აქტუალობა დაკარგა. მაგრამ ოჯახის პირადი ისტორიებს და მონათხრობებს ახალგაზრდები ინტერესით უსმენენ.
რაც შეეხება სკანდალურ რეპერებს, უცნობია, შეძლებენ თუ არა ისინი თავიანთი თაყვანისმცემლების ნდობის ხელახლა მოპოვებას. “როგორ აისახება ოსვენცემის ვიზიტი მათ ხედვებზე, ფსიქოლოგიაზე და სომღერებზე, ვნახავთ” – ამბობს ჰოიბნერი.

მომხაედბულია “დოიჩე ველეს” მიხედვით

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგმა უკრაინა ბაბჩენკოს “მკვლელობის” გამო გააკრიტიკა
შემდეგი სტატია23 წლის გოგოს თევზის კანისგან საშვილოსნო შეუქმნეს