გერმანელმა პარლამენტარებმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირეს

გერმანელმა პარლამენტარებმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ისტორიულ კენჭისყრაზე გერმანელი დეპუტატები დათანხმდნენ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღებისა და კომპლექსური შეიარაღების სისტემების გადაცემას.

მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური პარტიის მიერ მხარდაჭერილი წინადადების თანახმად, სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს და დაჩქარდეს, სადაც ეს შესაძლებელია.

გერმანია ასევე განათავსებს მეტ ჯარისკაცს ნატო-ს პოზიციების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპაში და წაახალისებს რუს ჯარისკაცებს, დადონ იარაღი და ეძებონ თავშესაფარი გერმანიასა და ევროკავშირში.

ინიციატივას შეეწინააღმდეგა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“. პარტიაში თქვეს, რომ ეს ახლოს არის ომის გამოცხადებასთან.

banner
წინა სტატიაშითიბისის ციფრული ბანკით თანხის ბანკომატიდან განაღდება QR კოდითაა შესაძლებელი
შემდეგი სტატია„აზოვის“ მეთაურის მოადგილე – ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას, ასევე პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვასა და საქართველოს ვიცავთ