გერმანელმა ექსპერტმა პუტინის განცხადებას ახალ რაკეტებზე “ჰიმერა” უწოდა

სარაკეტო ტექნიკის დარგში გერმანელი ექსპერტი რობერტ შმუკერი (Robert Schmucker) თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სარაკეტო გეგმები აბსოლუტურად არარეალურია. უახლოეს მომავალში რუსეთს არ შეუძლია ატომურ-ენერგეტიკული მფრინავი რაკეტის შექმნა -გერმანული dpa წერს. შმუკერი მიუნხენის უნივერსიტეტის ავიაციისა და კოსმოსური ტექნიკის პროფესორია. “ვერ წარმომიდგენია, რომ რუსებმა პატარა თერმოატომური რეაქტორი შექმნეს, ის ისეთი მძიმე იყო” – თქვა ექსპერტმა.
შმუკერის თქმით, ექსპერტებმა ეს საკითხი რამდენიმე ათეული წლის წინ შეისწავლეს. ატომურ-ენერგეტიკული რაკეტის უპირატესობა ის არის, რომ მას ხანგრძლივად, დიდ მანძილზე შეუძლია გადაადგილება. იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ რეაქტორი უზარმაზარი მოცულობის ენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც რაკეტას საშუალებას აძლევს ძალიან მაღალ სიჩქარეზე დიდი ხნის მანძილზე იფრინოს მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სისტემის ქვედა სექტორში და რომ მიზანს მიაღწიოს მსოფლიოს ყველა წერტილში. მსგავსი რაკეტისგან თავის დაცვა ძალიან რთულია, რადგანაც მას დღეების მანძილზე შეუძლია ფრენა – ამბობს ექსპერტი და ამატებს, რომ პუტინის განცხადება, მსგავსი რაკეტის შექმნაზე, სხვა არაფერია თუ არა თავის ქება. ჰიპერბგერითი იარაღის შექმნას კი, რაც, ასევე, დღეს დააანონსა რუსეთის პრეზიდენტმა, მეცნიერი “ჰიმერად” თვლის.
1 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახალ რუსულ შეიარაღებაზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ეროვნულ გმირს გურამ გაბისკერიას დაბადებიდან 71 წელი შეუსრულდებოდა
შემდეგი სტატიაშოიგუ: აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა “გახვრეტილ ქოლგას” გავს