გერმანელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი აუზზე ბანაობის შემდეგ სასამართლოში მოხვდა

გერმანელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი აუზზე ბანაობის შემდეგ სასამართლოში მოხვდა

გერმანელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი აუზზე ბანაობის შემდეგ სასამართლოში მოხვდაულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიიდან მარსელ ცეხი სასამართლოში აუზზე ბანაობის შემდეგ მოხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

სასამართლო დევნის მიზეზი 27 წლის მამაკაცის ზურგზე არსებული ტატუ გახდა – აუზის სხვა მოცურავეებმა ჩათვალეს, რომ მამაკაცს გაკეტებული აქვს ნაცისტური ბანაკის, აუშვიცის (ოსვენცემი პოლონურად) ტატუ, რომელსაც თან ახლავს წარწერა – “ყველას თავისი”, რომელიც ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის კარებზე იყო გამოკრული.
პროკურატურა თვლის, რომ ცეხმა დაარღვია კანონი ნაცისტური სიმბოლოების დემონსტრირების შესახებ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიტიკოსს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ Limp Bizkit-ის ლიდერს 5 წლით ბანი დაადო
შემდეგი სტატიაერაყში რამადზე შეტევა ხორციელდება, სადაც ისლამისტები არიან გამაგრებული