გერმანელი პოლიტიკოსები პროტასევიჩის დაკავების გამო, სანქციებს ითხოვენ

მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითმა დასმამ და ბელორუსი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაკავებამ მსოფლიოში აღშფოთება გამოიწვია. “თუკი დადასტურდება ინფორმაცია, საუბარი იქნება სახელმწიფოს გაუგონარ ტერორიზმზე, რომელსაც დაუყოვნებელი შედეგები უნდა მოყვეს” – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნორბერტ რიოტგენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.

გერმანიის თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ მოწოდება გააკეთა ბელორუსულ ავიაკომპანია “ბელავიას” ევროკავშირის აეროპორტებში ფრენების განხორციელება აეკრძალოს. “ალექსანდრ ლუკაშენკო გატაცებაშია ბრალდებული. სამგზავრო თვითმფრინავის გატაცებით, რომელიც ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის რეისს ანხორციელებდა, ლუკაშენკომ წითელი ხაზი გადალახა. მასთან, როგორც დამნაშავესთან ისე უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ ურთიერთობა” – ბუნდესტაგში პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფმა თქვა.

ფრაქცია “მწვანეების” ექსპერტმა აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში მანუელ ზარაცინმა ბელორუსულ სახელმწიფო საწარმოებზე სანქციების დაწესების მოწოდება გააკეთა. “ევროკავშირმა ამ მორიგ ინციდენტზე რეაგირება უნდა მოახდინოს და ბოლოს, ბელორუსულ სახელმწიფო კომპანიებს სანქციები დაუწესოს, რომლებიც აშშ-ს სასანქციო სიაში უკვე არიან. ეს ინციდენტი აჩვენებს, რომ ლუკაშენკო თავისუფალი სიტყვის სასტიკად ჩასახშობად ყველა ღონეს ხმარობს” – ზარაცინმა თქვა.

Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბირტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.
მინსკი თებერვლიდან ცდილობს ვარშავისგან ბლოგერის ექსტრადაციას.

თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე აცხადებს, რომ მისი მინისტრობისას „ნამახვანჰესის“ პროექტი რომ დაწყებულიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა