გერმანელი მინისტრები სამგზავრო თვითმფრინავებით იფრენენ

Spiegel Online-ის ინფორმაციით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა უახლოეს მომავალში იძულებული იქნება სამსახურეობრივი გადაფრენებისთვის ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავებით ისარგებლონ. თეთრი VIP-თვითმფრინავები მხოლოდ რამდენიმე ჩინოვნიკს მოემსახურება – ფედერალურ პრეზიდენტს, ვიცე-კანცლერს, საგარეო და შს მინისტრებს – 8 მარტს გამოცემა შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გარდა ამისა, კანცლერ ანგელა მერკელსა და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს სამსახურეობრივი გადაფრენებისას სარეზერვო თვითმფრინავები გაყვებიან.

საქმე იმაშია, რომ უკანასკნელი ხნის მანძილზე სამთავრობო თვითმფრინავებზე ხშირად დაფიქსირდა პრობლემები, რომლის შემდეგადაც მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკო მაასმა მალიდან გამოფრენა ვერ მოახერხა, ანგელა მერკელმა სამგზავრო თვითმფრინავით იმგზავრა და სხვა.

banner
წინა სტატიაშიWikiLeaks-ის ინფორმატორი ჩელსი მენინგი ისევ დააპატიმრეს
შემდეგი სტატიასამაშველო კორიდორის არ შექმნისთვის პოლიციამ 100 მძღოლი დააჯარიმა