გერმანელების ნახევარზე მეტს სურს 8 მარტი დასვენების დღედ გამოაცხადონ

გერმანელების ნახევარზე მეტს სურს, რომ 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდეს – 8 მარტს გამოქვეყნებულ გამოკითხვებზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” წერს. ერთადერთი მიწა, სადაც 8 მარტს ისვენებენ, ბერლინია. გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, რესპონდენტების 54% სურს, რომ გერმანიამ ბერლინის მაგალითი აიღოს, 34% ამის წინააღმდეგია. გერმანიის დედაქალაქი დღეს ისვენებს მაშინ, როცა სხვაგან ჩვეულებრივი სამუშაო დღეა – ეს ქვეყნის ისტორიაში უპრეცენდენტო მაგალითია.

ბერლინში 8 მარტს, დღის მეორე ნახევარში, ქალთა უფლებების შესახებ დემონსტრაციაა დაგეგმილი, რომელსაც, წინასწარი მომაცემებით, 10 ათასი ადამიანი დაესწრება.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – ხმა, რაც ახლა ისმის ცალკეული ბიზნესორგანიზაციების მხრიდან, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს
შემდეგი სტატიაფინეთის მთავრობა ჯანდაცვის რეფორმის გამო გადადგა