გერმანელ პედოფილებს განაჩენი გამოუტანეს

გერმანიაში, მიუნსტერში პედოფილების ქსელის აღმოჩენამ 2020 წელს მთელი გერმანია შეძრა. ერთ ფერმაში პედოფილები წლების მანძილზე ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ. პოლიციამ მათ კვალზე გასვლა აიპი მისამართით შეძლო, საიდანაც ბოროტმოქმედები ბავშვებზე ძალადობის ვიდეოებს აქვეყნებდნენ ქსელში. თავდაპირველად დაიჭირეს ადრიან ბ. იგივე საქმეს დაახლეობით 50 ეჭვმიტანილი ყავს, მათგან 30-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
2020 წლის ნოემბერში მიუნსტერის სასამართლოში ადრიანის, მისი დედისა და სხვა სამი პირი მიმართ სასამართლო პროპცესი დაიწყო. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დღეს გამოიტანა განაჩენი და ადრიან ბ-ს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დედამისს, რომელიც საკუთარ ფერმას უთმობდა შვილს ვიდეოების ჩასაწერად და რომელმაც იცოდა, რომ მისი შვილი და მეგობრები ბავშვებზე ძალადობდნენ, 5 წელი მიუსაჯა, დანარჩენ სამ პირს კი 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ – “დოიცე ველე” წერს.

მიუნსტერის შემთხვევა ერთადერთი შემთხვევა არ არის გერმანიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გერმანიაში დაახლოებით მილიონი ბავშვია პედოფილების მსხვერპლი. 2020 წელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 14 500 შემთხვევა დაფიქსირდა, გავრცელდა 18 ათასი “საბავშვო პორნო”. ამავე დროს, დანაშაულთა უმეტესობა არ ფიქსირდება – ამბობენ ექსპერტები.

banner
წინა სტატიაშიმერკელი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში ხედავს
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაცია 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ გამოვლენილი კანონდარღვევის ფაქტების და მათზე მომხდარი რეაგირების შესახებ